ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის 122-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. სხდომა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის მიმდინარე და შემდგომი საქმიანობა განიხილება. დისკუსიებში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, განიხილება ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდები, ზრდის დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. 122-ე საბჭოს სხდომის ფარგლებში ტურიზმის გლობალური ინვესტიციებისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ჰქონდათ, მიღწევების შესახებ გამოცდილება გაეზიარებინათ.