დავით ზალკალიანის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. დავით ზალკალიანმა უკვე გამართა შეხვედრა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. დადებითად შეფასდა საქართველოსა და ესპანეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო არგენტინის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც  არგენტინის ტურიზმის მინისტრი გუსტავო სანტოსი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა არგენტინასა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. წელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.