ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის 24-ე ასამბლეა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. მადრიდში, ორგანიზაციის ასამბლეაზე მას 85 დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – 26. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მთავარი აქცენტი გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო სწრაფად.