გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს.
ინიციატივა ბუდაპეშტში, ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ წამოაყენა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.