საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზეა წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს დღეს სიტყვით მიმართავს. საუბარი შეეხება იმ ნაბიჯებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელი საფრთხეების გასანეიტრალებლად უნდა გადადგას. მონაწილე ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების საკითხსაც განიხილავენ, რის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა. სამიტს, რომელშიც მონაწილეობს 160 ქვეყანა, ესწრება გაერო-ს გენერალური მდივანიც.