გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა. ადამიანური განვითარების 2023-2024 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა ანგარიშთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატო-ს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს. ადამიანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე წვდომა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტები.