UNDP-ის მხარდაჭერით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა

პარლამენტში გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ღონისძიება „საპარლამენტო თავგადასავალი“ გაიმართა. ღონისძიებაში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის შესახებ საპილოტე სასწავლო პროგრამაში ჩართული 50 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული ილუსტრირებული სახელმძღვანელოს მეშვეობით, მე-5, მე-6 და მე-7 კლასელები პარლამენტისა და საპარლამენტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე იღებენ.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში საქართველოში ვიზიტად მყოფი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ.