გაერო-მ რეზოლუცია დაამტკიცა - იერუსალიმის სტატუსის ცვლილება დაუშვებელია
იერუსალიმის სტატუსის ცვლილება დაუშვებელია – ამ შინაარსის რეზოლუციას გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. 21 ქვეყნა კენჭისყრას საერთოდ არ ესწრებოდა, მათ შორის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
ამერიკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. შედეგებში ჩანს, რომ დოკუმენტს ასევე ხმა მისცა ბელარუსმაც. პალესტინის გამარჯვებად შეაფასა გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერა მაჰმუდ აბასმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც ხმის მიცემისას ისრაელის გვერდით დადგნენ. განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს – ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის.