„გადაწერა“ – ასეა დასათაურებული ცნობილი ფოტოხელოვანის ახალი გამოფენა.
ორ დღეში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გურამ წიბახაშვილის შემოქმედებას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება დროსთან ერთად შეცვლილი ფორმები და გამოსახულებები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ასახავს. რამდენიმე თემად დაყოფილ მასშტაბურ ექსპოზიციაზე ხელოვანის დღემდე უცნობ ნამუშევრებსაც გამოფენენ.