უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთი თვით გადაიწია. დეპუტატები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან რეფორმის გარშემო, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. აზრი ორადაა გაყოფილი საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რის გამოც მომდევნო ერთ თვეს მმართველი გუნდი პოზიციების შესაჯარებლად გამოიყენეს.
თვეების წინ შეჩერებული პროექტის განხილვის კიდევ ერთხელ გადავადებას აპროტესტებს ოპოზიცია. კანონის დროულად მიღების მომხრეა სახალხო დამცველიც, რომელიც შავ ბაზარზე კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებას და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ქვეყანაში მოქმედ მკაცრ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს.
მძიმე სტატისტიკის ფონზე სადავო რეფორმის მიღება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.