რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო, ავტობუსების მძღოლებად ქალების გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას გამოაცხადებს.
პროექტს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, პროგრამის „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს. სასწავლო კურსის გავლა და D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღება ნებისმიერ რუსთაველ ქალს შეუძლია.
პროექტი რუსთავის გარდა, სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.