საქართველომ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ინდოეთის კინოფესტივალზე მიიჩნიეს, რომ ჩვენი ქვეყანა კინოპროდიუსერებსა და რეჟისორებს ფილმების გადასაღებად საუკეთესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს.
მდიდარი ბუნება – ზღვა, მთა, კარგი კლიმატური პირობები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, სტუმართმოყვარე ხალხი – ამ კომპონენტებთან ერთად, უცხოურ კინოკომპანიებს 2016 წლიდან ამოქმედებული სახელმწიფო მხარდაჭერაც იზიდავს.
პროგრამა გადაიღე საქართველოში სწორედ ქართული კინოს და კონოინდუსტრიაში საქართველოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ლიზა ციციშვილი თემის დეტალებით.