„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - ჩვენება კინოს სახლში

სპეციალური კომისიის წინაშე კინოსახლის განახლებულ დარბაზში, სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის გახმაურებული ფილმის, – „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, – ჩვენება გაიმართება.

კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ფილმი გახდება, რომელიც პროგრამის, – „გადაიღე საქართველოში“, – ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, მისი მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას, – „აწარმოე საქართველოში”, – კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20 % უკან დაიბრუნონ.