ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის თაობაზე შეხვედრა იმართება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა, – ახალი კანონპროექტის განხილვის მიზნით, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ კანონპროექტზე ევროპის საბჭომ სამართლებრივი დასკვნა შეიმუშავა. ასევე, მომზადდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” პროექტი, რომელიც საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძიერებას ისახავს მიზნად.