ფულადი ჯილდო პენსიონერი პედაგოგებისთვის

დღეიდან ასაკით პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს, საგანმანათლებლო სფეროდან ნებაყოფლობით წასვლა, უკვე ოფიციალურად შეუძლიათ.

მასწავლებლებმა შესაბამისი თხოვნით სკოლის დირექტორს უნდა მიმართონ. პედაგოგიური საქმიანობის საკუთარი სურვილით შეწყვეტის შემთხვევაში, ისინი ორწლიან ანაზღაურებას და დანამატებს ერთდროულად მიიღებენ და გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს შესაბამისი ინიციატივის დაანონსების შემდეგ, სფეროდან წასვლის სურვილი, დაახლოებით 6 000-მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა. ამავე კატეგორიაში მყოფ იმ პედაგოგებს, რომლებსაც პროფესიული გამოცდების ჩაბარება და ამ გზით კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ეს შანსი კვლავ რჩებათ. დაბალი ქულების მიღების შემთხვევაში კი, მათ სფეროდან ნებაყოფლობით წასვლა და ფულადი ჯილდოს მიღება წლის ბოლომდე შეუძლიათ.