შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფულად ჯილდოს ტოკიოს ოლიმპიადის ყველა მედალოსანი მიიღებს. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებთან შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც იცით, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია.

ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ.