ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ

გამკაცრებული კონტროლის მიუხედავად, აფთიაქების ნაწილში ფსიქოტროპული წამლები მაინც ხელმისაწვდომია. მოამბემ დღეს კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ურეცეპტოდ და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეიძინა მოთხოვნილი ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელთა დანიშნულების გარეშე მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

პრობლემის სიმწვავეს სტატისტიკაც ამყარებს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს წამლების უკანონოდ რეალიზაციის ასეულობით ფაქტი დაფიქსირდა.