სიახლე პანდემიის მართვის პროცესში.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს, ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს ფსიქოლოგები უფასოდ მოემსახურებიან. ამ მომსახურებით ისარგებლებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც პანდემიასთან და იზოლაციასთან დაკავშირებული შიშები აქვთ. ფსიქოლოგებთან კონსულტაციები ცხელი ხაზის მეშვეობით გაიმართება, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი პროფილის ექიმებთან გადამისამართება მოხდება.
მარიამ სეთურიძე დაინტერესდა, რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი სერვისის გააქტიურების საჭიროება.