ფრირაიდის მსოფლიო ტური კურორტ თეთნულდზე

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის, რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძიებაში 15 ქვეყნის 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი, ჯაბა სხვედიანი.