სამეგრელოში მალე ფრინველების პირველი კონტაქტური პარკი სრულად ამოქმედდება.
დავით კვარაცხელიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში 200-მდე სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ფრინველი მოაშენა. მას ჰყავს ხოხბები, მტრედები, იხვები და კიდევ ბევრი სხვა ფრინველი. როგორია მისი სამომავლო გეგმები, როგორ აპირებს კონტაქტური პარკის შექმნას, – ნატო ბერულავა და მურადი ფარცვანია დაინტერესდნენ.