Freeride World Tour-ი სვანეთში

სვანეთი, უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით. კვირეულის ფარგლებში, მიმდინარეობს შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი სპორტსმენი მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამაც.