Freedom House: საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება
საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება ,– ასეთია Freedom House-ის ანგარიში.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს ჩვენს ქვეყააში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია.
დოკუმენტი გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ავტორთა განცხადებით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა 4,25 ქულით არის შეფასებული, რაც 2016 წლის შედეგთან შედარებით 0,25-ით ნაკლებია.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მედიაგარემო დიდწილად პლურალისტული და კრიტიკულია, ხოლო საკანონმდებლო ჩარჩო გამოხატვის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
დოკუმენტში საუბარია ნეგატიურ ტენდენციებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალურობის საკითხზე.
Freedom House-ის ანგარიშს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არის საუბარი, კონკრეტულად, ახალ მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება.