ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა“, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილსა და ღვაწლმოსილ პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანამდე კი ორდენი პრემიერ ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაეცათ. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ჯილდო, რომლითაც უკვე დაჯილდოვდა არაერთი ადამიანი მსოფლიოში.