ფრანკფურტში „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი გრძელდება.
ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით არის წარმოდგენილი. გამოფენილია ქართული რეწვის ნიმუშები, ეწყობა ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.
პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.
ფესტივალზე ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.