ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემებია წარდგენილი. ფაქსიმილე გამოცემები შვეიცარულ-გერმანული კომპანია Muler and Shindler-მა მხატვრის ოჯახის დაკვეთით შექმნა.

ქართულ მხატვრობაში სახარების გადაწერისა და ილუსტრირების ერთადერთი პრეცედენტი საუკუნეების შემდეგ ირაკლი ფარჯიანის დასურათებული და გადაწერილი სახარებებია, რომელიც ფრანკფურტის ბაზრობის შემდეგ მსოფლიოს არაერთ წიგნის ფორუმზე იქნება წარმოდგენილი.