ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია

12:29, 27.07.2023

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა. მას ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა. ლაბორატორია კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით გაიხსნა. სტუმრებმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს. ლაბორატორიის მიზანი და ფუნქციაა უახლესი თაობის აპარატურითა და ტექნოლოგიებით, საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტურობის დადგენა.

მსგავსი