გამოფენა „ათინათის“ კულტურის ცენტრში

„ათინათის“ კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას – „სახარებები“ – უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. ირაკლი ფარჯიანის „სახარებები“ რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. დამთვალიერებელს შეეძლება ფარჯიანის სახარებათა ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ვიდეოინსტალაციის მეშვეობით ნახოს. გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს კულტურის მინისტრმა მხატვრის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად მოინახულა. გამოფენა ,,ათინათის“ კულტურის ცენტრში 19 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.