ფოტოკვირეული "ქოლგა" 2018 წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნა
საერთაშორისო ფოტოკვირეული “ქოლგა” 2018 წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებაზე ასევე ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი გადასცეს.
ფოტოკვირეული 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და 18 საერთაშორისო და ადგილობრივ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ასევე ვორქშოფებს, დისკუსიებს და ლექციებს უმასპინძლებს.