საქართველოს 25 მნიშვნელოვანი ძეგლი

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ახალი პროექტი.

ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში. უნიკალური ძეგლების და ისტორიული მემკვიდრეობის ამსახველი ნამუშევრები საექსპოზიციო სივრცეშია გამოფენილი.

ბადრი ვადაჭკორიამ საქართველოს მასშტაბით 25 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კიდევ ერთხელ კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში გადაიღო. ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელი ფოტოგრაფის მიერ შერჩეულ 50 ფოტოს დღეიდან სამი დღის განმავლობაში ნახავს.

დატოვე კომენტარი