ფოტოგამოფენა თელავში

თელავში, კომენდანტის საათის დროს გადაღებული ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის მიერ „კოვიდ-19“-ის თემაზე შექმნილი 40-მდე ნამუშევარი ქალაქის მთავარ მოედანზე იყო წარმოდგენილი. ნამუშევრებში ასახულია პანდემიის გამო დაცარიელებული თელავის ისტორიული ნაწილი, ქუჩები და ობიექტები. პერსონალური გამოფენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის ანგარიშზე გადაირიცხება.