ფოთის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ. ფოთის პორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაური, კომოდორი ბაუდევაინ ბუტსი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნიდერლანდების, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მცურავი საშუალებები.

წვრთნების მიზანია, საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.