კვირას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები საქართველოში შეკერილი სპორტული ფორმით ითამაშებს.
„დამზადებულია საქართველოში“ – ასეთი წარწერა ექნება სამოსს, რომლითაც საფრანგეთის ნაკრები კატარის „ლუსაილეს“ სტადიონზე გამოვა. ფორმა ფოთის საწარმოშია დამზადებული. ეს ცნობილ საფეხბურთო გუნდთან ქართული საწარმოს პირველი თანამშრომლობა არ არის. ფოთში მდებარე ქარხანა სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებთან და გუნდებთან, წლებია თანამშრომლებს.