სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში ფოლკლორულმა თეატრმა „ლილემ“ მე-15 საიუბილეო პროექტი წარმოადგინა.
მაყურებელმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა სახელწოდებით, „მორდუალი“ იხილა. მუსიკალური პროექტი შედგენილია მეგრულ-აფხაზური მითოლოგიის მოტივებზე ქართულ-აფხაზური ცეკვის ელემენტებით. ფოლკლორული თეატრის მხრიდან ეს წარმოდგენა არის ერთგვარი შეთავაზება-გამოწვევა სოხუმის ახალგაზრდული თეატრის მისამართით. წარმოდგენა დღესაც გაიმართება.