ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობა ახალ სივრცეში მოიყრის თავს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით ფოლკლორის დარბაზი იხსნება. ადგილზე მისულ დამთვალიერებელს დარბაზის უნიკალური მოხატულობაც დახვდება, რომელიც 1900-იანი წლების დასაწყისში უნდა იყოს შესრულებული. სივრცის მოწყობის დროს კედლის მოხატულობაც პირვანდელი იერსახით აღდგა.