ჩრდილოეთ კორეიდან მუქარა ისევ ისმის.
ფხენიანი ბირთვული პროგრამის შეჩერებას ცალმხრივ ულტიმატუმად განიხილავს, რომელიც შესაძლოა, აღარ შეასრულოს. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დიქტატორის, კიმ ჩენ ინის რიტორიკის ცვლილება სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია. სამხრეთ კორეის მთავრობასთან უმაღლეს დონეზე დაგეგმილ სამიტში მონაწილეობაზე მან მოულოდნელად უარი განაცხადა. შესაძლოა ჩაიშალოს 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული აუდიენციაც, სადაც დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთამენთს პირისპირ უნდა შეხვდნენ.