კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასელ ორ ბიჭს შორის, ტელეფონის დამტენის გამო დაიწყო. მანამდე მათ შორის რაიმე სახის უთანხმოება არ შეუმჩნევიათ, – ამის შესახებ დღეს სკოლის დირექტორმა განაცხადა. ის ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პერიმეტრის გარე ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების შედეგად დაშავებული ერთი მოსწავლე კლინიკაში იმყოფება, მეორე კი სამართალდამცველებმა უკვე ორჯერ დაკითხეს. სკოლაში კონფლიქტის შემდეგ, რომელიც გუშინ მოხდა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.