ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგია

მომავალი წლიდან ქვეყანა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიას მიიღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტი მზად არის. სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია სპორტული აქტივობების გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შემცირება, საკვებში მარილის კონცენტრაციის მინიმუმამდე დაყვანა, პირველად ჯანდაცვაში პრევენციული მექანიზმების გაძლიერება, რაც ყველაზე გახშირებული დაავადებების დროულად დიაგნოსტირებას და აღმოფხვრას გულისხმობს. სტრატეგია სკოლებში სპორტული აქტივობების გაძლიერებას, პედაგოგების გადამზადებას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს. დოკუმენტში ყველა ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებებია გაწერილი.