ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და კრიპტოვალუტის შესახებ ტრენინგი გაიმართა
ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და კრიპტოვალუტის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის ექსპერტი ჯეიმს დანიელსი უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ბლოქჩეინ ტექნოლოგია, კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე ფინანსური და კიბერდანაშაულების გამოძიების კონკრეტული საქმეები.