ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი წარმატება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ ამჯერად სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში აჩვენეს. ავტორმა ალტერნატიული ხედვისა და გამორჩეული საავტორო კინოსთვის ჯილდო მიიღო. ნამუშევარს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც.
მანამდე დეა კულუმბეგაშვილის „აპრილმა“ ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის რიგით 81-ე ფესტივალზე დაიმსახურა. ფილმი საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს.
ქართული ფილმის წარმატება სან-სებასტიანის ფესტივალზე – ნახეთ გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი.