ცნობილია 2024 წლის ოსკარზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი.
ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ შეარჩია. ფილმი სპეციალური კომისიის ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ფილმის სიუჟეტი მაღაროელების ქალაქში ვითარდება, რომლის მცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი. წმიდანის ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ეს ქანდაკება გაცოცხლდება. წმინდანი მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას. მისი გაცოცხლება და რიგით მოქალაქედ ქცევა ქალაქის მოსახლეობას აწუხებს და არ იციან, როგორ მოიქცნენ. Სურათში მთავარ როლს ლევან ბერიკაშვილი ასრულებს. საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას წელს ოთხი ქართული ფილმი ცდილობდა: ესენია „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია); „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი); „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი) და „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).
ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.