საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ დაიწყო.
ღონისძიებებს სამი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები მიიღებენ. მოეწყობა ფილმების ჩვენება-განხილვა და ფოტონამუშევრების გამოფენა, ჩატარდება მასტერკლასები. მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის და საერთაშორისო მაშტაბით ფოტოხელოვნების და კინო დოკუმენტალისტიკის განვითარებას.