ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“

მეღვინეების მხარდაჭერასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც დღეს კახეთში ღვინის დღეების ფარგლებში ჩავიდა. ღონისძიებამ, რომელიც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სტარტი თელავიდან აიღო. სტუმრებს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში უმასპინძლეს. ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ქვეყნის მთავრობის მეთაურმა პრაღაში გამართული სამიტიც შეაჯამა.