თელავში ფესტივალი „ჭაჭა 2023“ მიმდინარეობს. ერეკლე II-ის მოედანზე მოწყობილია შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვისაც. გამოვლინდება ასევე 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადაეცემა.