კახეთში ღვინის დღეები გრძელდება

კახეთში ფესტივალი „ღვინის დღეები“გრძელდება.

გურჯაანში, ყვარელსა და ახმეტაში ღონისძიებები 22- 23 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ის 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებს. ღვინის დღეების მიზანია ქართული ღვინის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ფესტივალი 9 ოქტომბერს დაიწყო და 26 ქალაქს მოიცავს.