თელავი "ჭაჭის ფესტივალს" მასპინძლობს

თელავი “ჭაჭის ფესტივალს” მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში, შუა საუკუნეების კახეთის ყოფა-ცხოვრება, ჩვეულებები და ჭაჭის გამოხდის ტრადიცია გააცოცხლეს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოტანილი ჭაჭა და კახური სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ.

ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს ჟიურის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცემა. ჭაჭის ფესტივალი ჰიმნით “ბალადა ვაზზე”, მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ გახსნა.