ფერმერების პროტესტი არ წყდება. ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად თვეების წინ დაწყებული პროტესტის გამოხატვის ფორმები სულ უფრო მასშტაბური ხდება.
ესპანეთსა და საფრანგეთში სასაზღვრო მაგისტრალები გადაიკეტა. სატვირთო მანქანების პარალიზების გამო საკმაოდ დიდი ზარალია მოსალოდნელი. მოთხოვნაა გარემოს დაცვითი ახალი რეგულაციების გაუქმება და არათანაბარი კონკურენციის აღმოსაფხვრელად სასწრაფო ზომების მიღება. რამდენიმე თვიანი პროტესტი, რომელიც უკრაინის ფაქტორის გამო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაიწყო და მთელი ევროპა მოიცვა, ვერც ევროკავშირის გარკვეულმა დათმობებმა ჩააცხრო.