ესპანეთის დედაქალაქში უკვე მეოთხე კვირაა ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სულ მცირე 5 000 მომიტინგე და დაახლოებით 100 ტრაქტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ესპანეთის დედაქალაქში ევროკომისიის შტაბ-ბინისკენ გაემართა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აღნიშნული პოლიტიკა მათი თქმით, დაბალ და არასტაბილურ ფასებზეა პასუხისმგებელი. ფერმერები ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შეწყვეტას ითხოვენ. მომიტინგეებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მიერ მოწყობილი ბარიკადები გაარღვიეს.