ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატები ერთ საგამოფენო სივრცეში – გალერეა „ვანდა“ ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიციას მასპინძლობს სახელწოდებით, „ფერის ზონა“. წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ტილოებიც, რომლებიც გამოფენის ორგანიზატორებმა კერძო კოლექციებიდან გამოითხოვეს.