პროკურატურამ თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობის ფაქტზე, დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინა. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, რისთვისაც ადრეც იყო დაკავებული, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი გათავისუფლდა.