ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის თარიღი ცნობილია.
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობის მოწვევის საკითხის განხილვა. გადაწყდა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება – ეს დღე სიმბოლურად დაინიშნა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების თარიღს დაამთხვიეს.
29-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ახალ წევრებსაც აირჩევენ.